0
მენიუ
banner banner

სმარტ აკადემია Touch Summit 2024-ის პარტნიორია

სმარტ აკადემია Touch Summit 2024-ის პარტნიორია

 

სმარტ აკადემია Touch Summit 2024-ის პარტნიორია


რა არის Touch Summit?


Touch Summit ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ღონისძიება წელს 3-4 დეკემბერს, ტრადიციულად რუსთაველის თეატრში გაიმართება.

Touch Summit 2024 ორი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ინსპირაციებით და ახალი გამოცდილებებით.

სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, Awwwards, Linaria Works, Braze, Respeecher, Humanava, UC Berkeley, Uplifting Design და Media.Monks.

ღონისძიებაზე ასევე დაგხვდებათ სტარტაპებისთვის გამოყოფილი Pitch Competition, Startup Expo და სპეციალური ქსელური სესიები.

თუ სმარტ აკადემიის სტუდენტი ხარ, შენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს – შეგიძლია სამიტზე დასასწრები ბილეთი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინო! 


პრომოკოდის მისაღებად, მოგვწერე სმარტ აკადემიის Facebook ან Instagram გვერდზე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები