მენიუ
banner banner

გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში

გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში

“გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში” - სმარტ აკადემიის პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს რეგიონებში მცხოვრებ ენთუზიასტებს, ინფორმაცია მიაწოდონ ახალგაზრდებს ციფრული პროფესიების შესახებ. 

პროექტის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლება და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა. პროექტის განმავლობაში დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სადაც რეგიონის ელჩები დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩაატარებენ აქტივობებს და ხელს შეუწყობენ რეგიონის გაცოცხლებასა და მის ეკონომიკურ გაძლიერებას. 


პროექტის მიზანია

  • მომავლის პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება 

  • რეგიონში ახალგაზრდული ჰაბების შექმნა და გაძლიერება

  • ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა

  • რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდით

  • რეგიონების გააქტიურება და გამოცოცხლება 

  • ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისება, შექმნან სამუშაო ადგილები, გადაამზადონ თანამშრომლები და დანერგონ თანამედროვე სტანდარტები


პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებიდან “სმარტ აკადემიის ელჩები” შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, შემდეგი რეგიონებიდან:

  • აფხაზეთი
  • აჭარა
  • გურია
  • იმერეთი
  • კახეთი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • ქვემო ქართლი
  • შიდა ქართლი


ვის ვეძებთ?

16+ ასაკის ენერგიულ, შემოქმედებით, კომუნიკაბელურ და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანებს, რომლებიც

  • გამოიკვლევენ ახალგაზრდების ინტერესებს, აღმოაჩენინებენ ახალ უნარებს, დაეხმარებიან განვითარებაში და ჩართავენ სხვადასხვა აქტივობაში

  • დააორგანიზებენ სხვადასხვა თემატურ ღონისძიებას

  • სურვილი ექნებათ წვლილი შეიტანონ თავისი რეგიონის განვითარებაში

  • მზად იქნებიან მოხალისეობრივი საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დროის დასათმობად


წარმოსადგენი დოკუმენტები

  • შევსებული საკონკურსო განაცხადი

  • CV

  • რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


განაცხადის მიღების პირობები და ვადები

  • განაცხადები მიიღება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით

  • არასრული განაცხადი არ განიხილება


შერჩევის პროცესის შესახებ

შერჩევის პროცესი ორსაფეხურიანია. 

  1. განაცხადების გადარჩევა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა სამოტივაციო კომპონენტს ენიჭება
  2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება


რას მიიღებ პროექტში ჩართვით?

  • ონბორდინგ ტრენინგები სმარტ აკადემიისგან

  • 50%-მდე ფასდაკლება სმარტ აკადემიის ნებისმიერ კურსზე

  • ახალგაზრდული ჰაბის წევრობა

  • არაფორმალური განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება

  • სმარტ აკადემიის რეფერალურ სისტემაში ჩართვა


🚀 შეავსე განაცხადი, გახდი სმარტ აკადემიის ელჩი და შეიტანე წვლილი შენი რეგიონის განვითარებაში!

🔗 შეავსე განაცხადი - გახდი ელჩი



სხვა სტატიები

ყველა სტატია