რატომ ვიყენებთ LinkedIn-ს?
ბლოგში გაგიზიარებ, თუ რატომ ვიყენებთ LinkedIn-ს და რა ბენეფიტები აქვს მის გამოყენებას
1. კავშირები
LinkedIn საშუალებას გაძლევს, რომ შექმნა ვირტუალური კავშირები. ადამიანთან პირდაპირ დაკავშირების გარდა, შეგიძლია გაწევრიანდე LinkedIn ჯგუფებშიც. LinkedIn-ის ჯგუფში გაერთიანებული არიან ერთ ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალები ან მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები და გამოცდილება. ჯგუფში გაწევრიანებით მიიღებ პასუხებს პროფესიულ კითხვებზე და ჩაერთვები დისკუსიებში.
2. სამუშაოს ძიება
LinkedIn-ს 15 მილიონზე მეტი ვაკანსია აქვს გამოქვეყნებული. რეკრუტერების 87% რეგულარულად იყენებს LinkedIn-ს კანდიდატების მოსაძებნად. 35,5 მილიონმა ადამიანმა კი, სწორედ, LinkedIn-ის მეშვეობით დაიწყო მუშაობა. შესაბამისად, იგი ძალიან კარგი პლატფორმაა სამსახურის მოსაძიებლად.
3. კომპანიების კვლევა
LinkedIn-ზე 55 მილიონზე მეტი რეგისტრირებული კომპანიაა, ამიტომ შანსი იმისა, რომ იმ კომპანიის პროფილი იპოვო, რომელთანაც გასაუბრება გაქვს, ძალიან დიდია. შესანიშნავი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღო ისეთი კომპანიების შესახებ, რომელზეც ადრე არც კი გსმენია. ასევე შეგიძლია დაუკავშირდე კომპანიას და გაიგო მეტი მისი ღია ვაკანსიების შესახებ.
4. ცოდნის დემონსტრირება
LinkedIn-ის პროფილის შექმნა დიდი ნაბიჯია შენი ცოდნის დემონსტრირებისთვის. არ დატოვო შენი პროფილი ცარიელი, დაამატე ინფორმაცია შენი წინა გამოცდილებების, ცოდნისა და უნარების შესახებ. სტატიებისა და პოსტების გაზიარება კი დაგეხმარება ჩამოყალიბდე აქტიურ პროფესიონალად შენს სფეროში. პროფილის შექმნა დაგეხმარება ასევე კავშირების შექმნაში. საშუალება მოგეცემა, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ სხვებმა ღია პოზიციებზე.
5. სასარგებლო ინფორმაცია
LinkedIn-ზე შეგხვდება უამრავი ინფორმაციული და სასარგებლო პოსტები. ისევე, როგორც სხვა სოციალურ ქსელებში, LinkedIn-ზეც შეგიძლია ჰეშთეგებისა და საკვანძო სიტყვების გამოყენებით მიაგნო შენთვის საინტერესო ინფორმაციას მარტივად.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე