"სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც თითოეული თანამშრომელი ზრუნავს სტუდენტის კომფორტზე"
მარიამ არაბულმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
ყოველთვის ვადევნებდი თვალს HR მენეჯმენტის კურსებს სოციალურ ქსელებში. ერთ-ერთ ღონისძიებაზე მირჩიეს, რომ სმარტ აკადემია ის ადგილი იყო, სადაც შევძლებდი კვალიფიკაციის ამაღლებას და ასევე, დიდი რეკომენდაცია მივიღე ლექტორებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ კურსის პროცესში.
რატომ გადაწყვიტე პროფესიის შეცვლა? გაამართლა თუ არა მოლოდინები?
პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ, თუმცა რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, რომ სფერო შემეცვალა, რადგან მუდმივად ვისწრაფვი სიახლეებისკენ. ვინაიდან ყველაზე ახლოს HR სფერო იყო ჩემთან, გადავწყვიტე მთელი ჩემი დრო და რესურსი საყვარელი საქმისთვის დამეთმო. აღნიშნული კურსი ძალიან დამეხმარა უფრო ნათლად დამენახა ადამიანური რესურსების მართვა რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში და მიხარია, რომ მოლოდინები გამიმართლდა.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსის სილაბუსით თავიდანვე მოვიხიბლე. თითოეული ლექცია თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. ყველა HR მიმართულება იმდენად ღრმად ჰქონდათ ჩაშლილი, შეუძლებელია რომელიმე გამოვყო. აქვე მინდა აღვნიშნო რეკრუტინგის პრაქტიკა, უფრო „სტაჟირებას“ დავარქმევდი. ეს იყო ძალიან კარგი შანსი სწავლების, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი ეიჩარებისთვის, რადგან დღეს ძალიან დიდ გამოწვევად იქცა კანდიდატის შერჩევა. HR მიმართულების გარდა, ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესწავლა საბაზისო ექსელი და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
თითოეული ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია. ყველაზე მეტად რაც მხიბლავდა ის იყო, რომ ნებისმიერი კითხვის დასმა შეეძლო სტუდენტს, რადგან მათგან მოდიოდა ისეთი მეგობრული დამოკიდებულება, დისკომფორტს ვერ იგრძნობდი. ამას გარდა, კურსის გარეთ შეგეძლო მიგეღო რჩევები და მათი მხრიდან ყოველთვის მზაობა იყო დახმარებაზე.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
პირველ რიგში, სმარტ აკადემია არის ადგილი, სადაც თითოეული თანამშრომელი ზრუნავს სტუდენტის კომფორტზე. გარდა იმისა, რომ სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასევე სრულყოფილად ტარდებოდა დისტანციური ლექციები. მოხიბლული ვიყავი მათი ხელშეწყობით იმისთვის, რომ მაქსიმალურად ამომწურავად მიგეღო თითოეულ დეტალზე ინფორმაცია.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ|იყენებ მიღებულ ცოდნას?
იმის მიუხედავად, რომ მოქმედი HR მენეჯერი ვარ, აღნიშნული კურსი ძალიან დამეხმარა გადმომეტანა ცოდნა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. ვფიქრობ, კურსის გავლის შემდეგ ბევრად ეფექტურად ვასრულებ ჩემს მოვალეობებს.
გაგვიზიარე შენი შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემიაში არის განვითარებაზე ორიენტირებული და პოზიტიური გუნდი. იმის მიუხედავად, რომ ლექციები საღამოს საათებში მიმდინარეობდა, მაინც მთელი გულით მიმიხაროდა იქ მისვლა. მიხარია, რომ ძალიან კარგი მეგობრები და კოლეგები შევიძინე მათი სახით. მადლობა ყველას და განსაკუთრებით მაკოს გაწეული შრომისთვის.
თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე:
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა