0
მენიუ
banner banner

რა უნდა გაითვალისწინო დამსაქმებლის არჩევისას?

რა უნდა გაითვალისწინო დამსაქმებლის არჩევისას?

 

ბლოგში გაგიზიარებ, თუ რა უნდა გაითვალისწინო დამსაქმებლის არჩევისას

1. კომპანიის კულტურა

ყველა დამსაქმებელს აქვს განსხვავებული ხედვა და საქმის შესრულების სხვადასხვა მექანიზმი. დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • აქვს თუ არა კომპანიას დადებითი რეპუტაცია?
  • აქვს თუ არა დამსაქმებელს ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან?
  • ახდენს თუ არა კომპანია დადებით გავლენას გარემოზე?

2. კარიერული განვითარების შესაძლებლობები

ტრენინგები აუცილებელია შენი კარიერული განვითარებისთვის. წინასწარ გაარკვიე რა ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს გთავაზობს კომპანია, ასევე დააზუსტე წელიწადში რამდენჯერ ჩატარდება ტრენინგი, ონლაინ, ოფისში თუ ღია სივრცეში. კარგი იქნება თუ თავიდანვე იკითხავ იმ კონკრეტულ კომპანიაში როგორ ვითარდებიან თანამშრომლები პროფესიულად. 

3. კომპანიის ადგილმდგებარეობა

რამდენიმე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა:

  • დიდ ქალაქში გირჩევნია მუშაობა თუ ქალაქგარეთ? 
  • როგორ შეუთავსებ გზაში დახარჯულ დროს შენს სოციალურ ცხოვრებას? 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, რამდენად მოსახერხებელია შენთვის კომპანიის ადგილმდებარეობა?


კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები