ფრილანსერობის უპირატესობები
ბლოგში გაგიზიარებ, თუ რა უპირატესობები აქვს ფრილანსერობას
1. მოქნილობა
ფრილანსერებს აქვთ ფუფუნება, თავად განსაზღვრონ სამუშაო საათები, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაამყარონ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.
2. მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება
შეგიძლია, იმუშაო ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს დაგეხმარება, თავიდან აიცილო ტრადიციული სამსახურების ერთფეროვნება და გაიუმჯობესო პროფესიული უნარ-ჩვევები.
3. პორტფოლიოს შექმნა
გექნება პორტფოლიო, რომელშიც შენს მრავალფეროვან პროექტებს ჩართავ. ეს კარგი შესაძლებლობაა, პოტენციურ დამკვეთებს აჩვენო, როგორ განვითარდი გარკვეული დროის მანძილზე.
4. შემოსავლის ზრდა
ფრილანსერობით, როგორც წესი, შეგიძლია, გამოიმუშაო მეტი, ვიდრე ამას კონკრეტულ ორგანიზაციაში, იმავე პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე მუშაობისას შეძლებდი. გარდა ამისა, თავად აწესებ ტარიფს საკუთარი მომსახურებისთვის.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე