ფასილიტატორის 3 მთავარი ფუნქცია
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ ერთობლივად იმსჯელონ სხვადასხვა თემებზე, მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია, მიაღწიონ შეთანხმებას, მოაგვარონ პრობლემა ან უბრალოდ გაცვალონ გამოცდილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ადამიანთა უმრავლესობას პერიოდულად უწევს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს ორგანიზაციული თათბირები, კონფერენციები ან სემინარები.
ფასილიტატორი არის ადამიანი, რომელიც ეხმარება წარმართოს ჯგუფური დისკუსიები და აქტივობები, კონკრეტული მიზნების ან შედეგების მისაღწევად.
ის მოქმედებს, როგორც ნეიტრალური მხარე, რომელიც ხელს უწყობს ღია კომუნიკაციას და თანამშრომლობას, უზრუნველყოფს ყველა მონაწილის მოსმენას და მათი წვლილის დაფასებას.
ფასილიტატორი, როგორც წესი, არ იღებს გადაწყვეტილებების და არ შეაქვს აქტიური როლი საუბარში, არამედ პოზიციონირებს როგორც გზამკვლევი, რათა დაეხმაროს ჯგუფის წევრებს საკუთარი იდეების გამომუშავებაში და საკუთარი დასკვნების გამოტანაში.
ბლოგში გაგიზიარებ ფასილიტატორის 3 ძირითად ფუნქციას.
უსაფრთხო გარემოს შექმნა:
ფასილიტატორი ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც გუნდის წევრები თავს კომფორტულად გრძნობენ თავიანთი იდეების და მოსაზრებების გამოხატვაში.
ადგენს კომუნიკაციის ძირითად წესებს და ხელს უწყობს აქტიურ მოსმენას.
ფასილიტატორი გუნდს საშუალებას აძლევს გამოიყენოსკოლექტიური ცოდნა და უნარები, უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად.
შეხვედრების მართვა:
ფასილიტატორი მართავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური შეხვედრა, სპრინტის დაგეგმვა და რეტროსპექტივები.
უზრუნველყოფს, რომ სესიები დარჩეს ფოკუსირებული, პროდუქტიული და დროში გაწერილი.
იყენებს ეფექტურ ტექნიკებს მონაწილეობის წახალისებისთვის, კონფლიქტების მართვისა და მნიშვნელოვანი დისკუსიების წარმართვისთვის.
დაბრკოლებების გადალახვა:
ფასილიტატორი აქტიურად აიდენტიფიცირებს და აგვარებს დაბრკოლებებს, რომელიც აფერხებს გუნდის პროგრესს.
ის უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის ჰარმონიულობას.
დაბრკოლებების გადალახვით, ის გუნდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროდუქტიულობა.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილეთ, თუ ვინ არის ფასილიტატორი და რას აკეთებს ის ყოველდღიურად იმ პროცესების წარმართვისთვის, რომლებიც აადვილებს გუნდის შეკრებას და გრძელვადიან შედეგებს.
თუ გაინტერესებს შეისწავლო შეხვედრების წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის ხელოვნება, მაშინ შემოგვიერთდი კურსზე