მენიუ
banner banner

"ჩემი მოლოდინები კურსის მიმართ 100%-ით გამართლდა" - ნინო ყაზარიანცის შთაბეჭდილება

"ჩემი მოლოდინები კურსის მიმართ 100%-ით გამართლდა" - ნინო ყაზარიანცის შთაბეჭდილება

 

ნინო ყაზარიანცმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო, საფუძვლიანად შემესწავლა და განმევითარებინა უნარები, რომლებიც აუცილებელია სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში.”

კურსის შესახებ

მინდოდა ყველაფერი გამეგო სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ და შემეძინა ის უნარები, რომლებიც საჭიროა სოც.მედია მენეჯერისთვის. ეს სფერო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველია. ჩემი მოლოდინები კურსის მიმართ 100%-ით გამართლდა.

კურსის განმავლობაში ვისწავლე, როგორ ვიყო წარმატებული, კონკურენტუნარიანი და კარგი სოც. მედია მენეჯერი; როგორ შევთავაზო მომხმარებელს სწორი და საინტერესო კონტენტი. უნარები, რომლებიც კურსის გავლისას შევიძინე, ვფიქრობ, დამეხმარება ფეხი ავუწყო ამ სფეროს ხასიათს, მის მუდმივ ცვალებადობას და მოთხოვნებს. ახლა, უკვე ზუსტად ვიცი რა უნდა შევთავაზო მომხმარებელს.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრა კნიაზიანი აკადემიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული ლექტორია. მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. მაქსიმალურად გაგვიზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება. თამამად შემიძლია ვურჩიო მათ, ვისაც ამ სფეროს შესწავლა სურს, ალექსანდრასთან კურსის გავლა.

გამორჩეული ლექცია

ჩემთვის გამორჩეული იყო ლექცია, რომელიც რეკლამირებას ეხებოდა. ამ ლექციამ უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა.

კურსის გავლის შემდეგ

ზუსტად ვიცი, როგორ გამოვიყენო მიღებული ცოდნა. დარწმუნებული ვარ, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები დამეხმარება ამ სფეროში წარმატების მიღწევაში.

პროფესია - სოციალური მედია მარკეტერი

სოციალური მედია მარკეტინგი, ჩემი აზრით, 21-ე საუკუნის პროფესიაა. Დღეს, ყველაფერს სოც. მედია მართავს, ამიტომაც ამოუწურავი, საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა, რომელიც მუდმივად მზარდი და მოთხოვნადია.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია სტუდენტებზე და ცოდნაზე ორიენტირებული ადამიანებისგან. მადლიერებაა ის, რისი გამოხატვაც შემიძლია აკადემიის მიმართ. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება შეუფასებელია. 

დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია