მენიუ
banner banner

,,ზუსტად ვიცი, რომ სმარტ აკადემიის გუნდი ყველა მხრივ დამეხმარება კარიერულ წინსვლაში'', - მარიამ შავიძე

,,ზუსტად ვიცი, რომ სმარტ აკადემიის გუნდი ყველა მხრივ დამეხმარება კარიერულ წინსვლაში'', - მარიამ შავიძე

მარიამ შავიძემ სოციალური მედია მარკეტინგის კურსი წარმატებით დაასრულა, ახლა კი სმარტ აკადემიაში სტაჟირებას გადის. მარიამი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

 ,,ჩემი მიზანი იყო, შემესწავლა სოციალური მედია მარკეტინგი და ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ამეღო 90+ ქულა და დამეწყო პრაქტიკები.’’

კურსის შესახებ

საკუთარი თავისა და პროფესიის ძიებაში ვიყავი და მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი. კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ წარმატებული სოცმედია მენეჯერი იყო

ლექტორის შესახებ

ნათია ზარნაძეთავისი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის ყველაფერში დაგეხმარება დაუზარებლად და თავდაუზოგავად

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია, თავის მხრივ, საინტერესო იყო, თუმცა იყო ლექციები, როდესაც გვეძლეოდა დავალებები, რომელთა განხილვაც, ჩვენი აზრებისა და იდეების გაზიარება განსაკუთრებით საინტერესო იყო

კურსის გავლის შემდეგ

პირველ რიგში, ვამაყობ საკუთარი შედეგებით და უფრო მეტად მოტივირებული ვარ

პროფესია - სოციალური მედია მარკეტერი

მომწონს, რომ ჩემი საქმის შესრულება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემეძლება. ეს მაძლევს იმის შანსს, რომ საქართველოდან ნებისმიერ ქვეყანაში ვიმუშაო

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია შესაძლებლობას მაძლევს, რომ ჩემი შრომით შევძლო და გავიარო პრაქტიკები, რაც ამ პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ვიცი, რომ სმარტ აკადემიის გუნდი ბოლომდე, ყველა მხრივ დამეხმარება კარიერულ წინსვლაში

სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ

სხვა სტატიები

ყველა სტატია