მენიუ
banner banner

"სმარტ აკადემია დამეხმარა ჩემი ცოდნის გაღრმავებაში" - ქეთი სუხიშვილის შთაბეჭდილება

"სმარტ აკადემია დამეხმარა ჩემი ცოდნის გაღრმავებაში" - ქეთი სუხიშვილის შთაბეჭდილება

 

ქეთი სუხიშვილმა სმარტ აკადემიაში სოციალური მედია მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

“ჩემი მიზანი იყო, კიდევ უფრო გამეუმჯობესებინა და გამეღრმავებინა ცოდნა სოციალური მედიის მიმართულებით. ასევე, პრაქტიკულად გამევლო ყველა ის დეტალი, რაც თეორიულად წამიკითხავს ამ სფეროსთან დაკავშირებით.”

კურსის მიმართ არსებული მოლოდინები გამიმართლდა, რადგან გავიარეთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი. ალექსანდრა, ჩვენი ლექტორი, პრაქტიკულ ნაწილში ძალიან დეტალურად გვიხსნიდა ყველაფერს - თითოეული ველის მნიშვნელობას და პარალელურად გვაჩვენებდა ვიზუალურად, რათა კიდევ უფრო აღსაქმელი ყოფილიყო ეს ყოველივე.

კურსის განმავლობაში ვისწავლე: 

  • რეკლამის უფრო ხარისხიანად გაშვება

  • კონტენტის შექმნა 

  • ბრიფის მიღება და დამუშავება 

  • კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება 

  • იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით

და კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევა მივიღე.

კურსის განმავლობაში განმივითარდა სწრაფად აზროვნების უნარი, რაც მთავარია "ძიების" უნარი, რადგან ეს სფერო მუდმივად განახლებადი არის, შესაბამისად, ალექსანდრაც ხშირად ისეთ დავალებას გვაძლევდა, რომელშიც საჭირო იყო თავად ჩვენ მოგვეძიებინა ინფორმაცია და მუდმივად გვენახა სიახლეები ბრენდებთან დაკავშირებით.

ლექტორის შესახებ

ალექსანდრა ორიენტირებული იყო, რომ მუდამ დეტალურად შეესწავლებინა ჩვენთვის როგორც თეორიული, ისე პარაქტიკული ნაწილი. კითხვებზე პასუხს მაშინვე ვიღებდით და ყველანაირად ცდილობდა სიღრმისეულად აეხსნა ყველაფერი.

გამორჩეული ლექცია

გამორჩეული ლექცია იყო სოციალული მედიის კამპანიის შექმნის ძირითადი ნაბიჯების შესწავლა, ასევე განწყობის ანგარიშის შექმნა, ბრენდისთვის კამპანიის სტრუქტურის ფორმა და კიდევ ბევრი საინტერესო თემა იყო დასამახსოვრებელი ჩემთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რაც ძალიან მომწონდა, რომ კურსის განმავლობაში გქვონდა შეფასებითი დავალებები და დასწრებაშიც კი იწერებოდა ქულები, ეს ყვლაფერი არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას და მუდმივად ტონუსში ვიყავით სტუდენტები.

კურსის დასრულების შემდეგ

მიზნად რაც მქონდა დასახული, რომ გამეღრმავებინა ჩემი ზოგადი ცოდნა სოციალურ მედია მარკეტინგში, ნამდვილად მივაღწიე ამას და იმაზე მეტიც გავიგე ვიდრე ველოდი.

პროფესია - სოციალური მედია მენეჯერი

სოციალურ მედია მარკეტინგთან შეხება პირველად ჩემს სამსახურში მქონდა,  როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდი, შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია, წავიკითხე და საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლოც აღმოჩნდა. გარდა ამისა, ამ პროფესიით შეგიძლია სახლიდანაც იმუშაო ან რამდენიმე სამსახურში შეძლო მუშაობა. რაც მთავარია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია დამეხმარა ჩემი ცოდნის გაღრმავებაში. მომწონს მათი მიდგომა, მათი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და მუდმივად სტუდენტების განვითარებაზე ფიქრი. ისინი ზრუნავენ, რომ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიონ და ყველა მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს. 

დარეგისტრირდი სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია