"ეს პროფესია მუდმივად გაძლევს კრეატიულობის, პრობლემის გადაჭრის და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას" - ნინო ჩუბინიძე
ნინო ჩუბინიძემ სმარტ აკადემიაში ASP.NET CORE MVC დეველოპმენტის კურსი გაიარა, ახლა კი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.
“ჩემი მიზანი იყო მაქსიმალურად მოკლე დროში შემეძინა ის უნარები და ცოდნა, რომელიც მჭირდებოდა კარიერის ახალ ეტაპზე, პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის.”
კურსზე განმავლობაში
საფუძვლიანად გავიაზრე ASP.NET MVC Framework, მისი არქიტექტურის, მახასიათებლებისა და შესაძლებლობების ჩათვლით.
ვისწავლე ვებ აპლიკაციების აგება ASP.NET MVC Framework-ის გამოყენებით, მათ შორის კონტროლერების, ვიუების, მოდელების და როუტინგის ჩათვლით. თუ, როგორ გამოვიყენო Entity Framework მონაცემთა ბაზასთან ურთიერთობისთვის , LINQ მონაცემების მოთხოვნისთვის და Razor-ის სინტაქსი დინამიკური ხედებისა და შაბლონების შესაქმნელად.
მივიღე გამოცდილება c#-თან მუშაობის Visual Studio-ს გამოყენებით. შევიძინე ამ კუთხით ვერსიის კონტროლის ინსტრუმენტებთან, მაგალითად, როგორიცაა - Git მუშაობის გამოცდილება.
განვივითარე ვებ აპლიკაციების დიზაინისა და არქიტექტურის უნარი MVC ნიმუშისა და სხვა პრაქტიკის გამოყენებით.
ლექტორის შესახებ
ავთოსთან მუშაობა იყო საოცრად კომფორტული, ყოველ ლექციაზე ქმნიდა ისეთ მუხტს და მოტივაციას, რომ გიორმაგებდა ამ პროფესიის დაუფლების სურვილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ასეთ რთულ და კომპლექსურ თემას ეჭიდები.
მთელი კურსის განმავლობაში მქონდა შეგრძნება, რომ ინდივიდუალურ ლექციებს ვესწრებოდი, იმდენად სწორად შეეძლო ყურადღების გადანაწილება. დავალების გასწორებისას, კოდში თითოეულ დეტალზე აკეთებდა კომენტარს და ცდილობდა უფრო მეტად დაეხვეწა ჩვენი უნარები. Საკითხების განხილვისას პრაქტიკული მაგალითები მოჰყავდა, რაც კიდევ უფრო გვიმარტივებდა ამა თუ იმ თემის გაგებას.
პროფესია - .NET დეველოპერი
ეს პროფესია მუდმივად გაძლევს კრეატიულობის, პრობლემის გადაჭრის და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. მუდმივად მოთხოვნადი და საოცრად მოქნილია.
ჩემთვის სახლიდან მუშაობის საშუალება დიდი კომფორტია, რადგან მყავს 3 წლის შვილი. ხშირად ვფიქრობდი მეპოვა ისეთი პროფესია, რომელიც საშუალებას მომცემდა მემუშავა ისე, რომ დრო გამეტარებინა ოჯახთან ერთად. ამ პროფესიით კი, შეგიძლიათ მთელი სეზონი გახვიდეთ ქალაქ გარეთ, ქვეყნის გარეთ და იქიდან იმუშაოთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი პლუსია.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემია არის ერთი დიდ ოჯახი, რომელიც მუდმივად ფიქრობს სტუდენტებზე და ეხმარება მათ ახალი გამოწვევების მიღებასა და საკუთარ თავში ახალი აღმოჩენების გაკეთებაში. სმარტ აკადემია გაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს - თავდაჯერებულობას. ახალ სამყაროში შებიჯებისას გრძნობ, რომ შენ უკან დიდი გუნდია, რომელმაც ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შენ მყარად დამდგარიყავი ახალ სფეროში.
ვინც ფიქრობთ ამ მიმართულებით განვითარდეთ, ვფიქრობ, დრო არ უნდა დაკარგოთ და სასწრაფოდ შემოუერთდეთ ASP.NET CORE MVC დეველოპმენტის კურსს.