0
მენიუ
banner banner

"კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია მუდმივად განვითარებადი და პრობლემებზე ორიენტირებულია" - ბესიკ მაშავას შთაბეჭდილება

"კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია მუდმივად განვითარებადი და პრობლემებზე ორიენტირებულია" - ბესიკ მაშავას შთაბეჭდილება

 

ბესიკ მაშავა ფილოსოფიის დოქტორია, მან სმარტ აკადემიაში კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი გაიარა და ახლა თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

“ჩემი მიზანი იყო მიმეღო სათანადო ცოდნა კიბერუსაფრთხოების საფუძვლების შესახებ.”

კურსის განმავლობაში

ვისწავლე კიბერუსაფრთხოების სტრუქტურა, პირადი და ორგანიზაციული საქმიანობის დროს გამართული კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობა.

კურსის განმავლობაში განვითარებული უნარები დამეხმარება ვიფიქრო და ვისაუბრო თანამედროვე სამყაროსა და ადამიანის ყოველდღიურობაში კიბერუსაფრთხოების როლის მნიშვნელობაზე.

ლექტორის შესახებ

მე, როგორც მერიტოკრატიული პრინციპების ერთგული, სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი ჩემი ლექტორის პროფესიონალიზმითა და კვალიფიციურობით. ქალბატონი მაიკო არის შთამბეჭდავი პედაგოგი და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული. 

კურსის დასრულების შემდეგ

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვეცდები, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, როგორც პირადი მონაცემების დაცულობის გარანტია, გავიაზრო თანამედროვე ადამიანის ბედნიერად ცხოვრების თანმდევ კომპონენტად. 

პროფესია - კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია მუდმივად განვითარებადი და პრობლემებზე ორიენტირებულია. შესაბამისად, მზარდი ციფრული ტექნოლოგიების პირობებში, კიბერუსაფრთხოება იმ პროფესიათა მოწინავე რიგებშია, რომელთა ცოდნაც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემია დამეხმარა ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობის გააზრებაში თანამედროვე სამყაროში. გაოცებული დავრჩი გუნდის პროფესიონალიზმით, კომუნიკაციის მაღალი დონითა და პასუხისმგებლობით. ასე გააგრძელეთ!

დარეგისტრირდი კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები