ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების კურსდამთავრებულები თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ კურსის შესახებ
2023 წლის, რიგით მეორე კურსი, რომელსაც სმარტ აკადემია იწყებს ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლებია. ის სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსების სიაში შედის. გიზიარებთ ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლების წარმატებულ კურსდამთავრებულთა შთაბეჭდილებებს.
ელენე დანელია
ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერის პროფესიაში მომწონს სირთულე და ის, რომ ამოუწურავი სფეროა. ყველა ქეისი ინდივიდუალურ მიდგომას და შესაფერისი ინსტრუმენტების შერჩევას საჭიროებს, რაც მეტად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესს.
მიუხედავად გამოუცდელობისა, ლექციებზე მოვახერხე სილაბუსში არსებული ყველა საკითხის შესწავლა და გააზრება, რის შემდეგაც უდიდესი მოტივაცია გამიჩნდა, რომ კონკრეტული ენის ცოდნა მეტად გავიღრმავო. კურსის განმავლობაში განვითარებული უნარების შემდეგ, გარკვეულ საკითხებს მეტად კომპლექსურად და კრიტიკულად ვუდგები, რაც ხარისხის ამაღლებაში მეხმარება.
ავთო ბეჟანიშვილი
ჩემთვის პირველი და ბოლო ლექცია განსაკუთრებით გამორჩეული იყო. ამის მიზეზი კი ის ცოდნაა, რაც პირველიდან ბოლო ლექციამდე მივიღეთ. პირველ ლექციაზე ყველაფერი უცხოდ და რთულად მეჩვენებოდა, ხოლო ბოლო ლექციაზე ყველაფერი უკვე გასაგები იყო და ყველანი ერთ საერთო პროგრამულ, ჩვენთვის უკვე გასაგებ, ენაზე ვსაუბრობდით. ამ დროის განმავლობაში კი ლექტორი გვერდით გვედგა, გვარწმუნებდა და იმედს გვაძლევდა, რომ ყველაფერს შევძლებდით.
თაკო თავისი საქმის პროფესიონალი, პოზიტიური და კომუნიკაბელური პიროვნებაა. მარტივი ენით შეუძლია რთული თემის ახსნა და რაც მთავარია, სტუდენტებს აძლევს მოტივაციას რომ არ დანებდნენ და სწავლა გააგრძელონ.
რეზო გოქაძე
ამ პროფესიაში ყველაზე საინტერესო არის პროცესი, რომელიც ყოველთვის მოითხოვს რაღაც ახლის სწავლას და უკვე არსებული ცოდნის განვითარებას. ასევე, ძალიან საინტერესოა, როცა ხედავ, თუ რა მარტივად უმკლავდები ისეთ დავალებებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ, ძალიან რთულად გეჩვენებოდა.
სმარტ აკადემიამ მომცა ცოდნა, რომლის მიღებითაც დიდი ხანია დაინტერესებული ვიყავი და დროის მოკლე მონაკვეთში შემასწავლა ძალიან ბევრი ახალი და რთული საკითხი. მომწონს, რომ არის კარგად ორგანიზებული და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული.
სოფიო სტურუა
კურსის განმავლობაში ვისწავლე ყველაფერი, რაც სილაბუსით იყო გათვალისწინებული. მივიღე ბაზისური ცოდნა კოდის შესახებ, რაც ჩემთვის აქამდე პარალელურ სამყაროსთან ასოცირდებოდა. განვივითარე შრომისმოყვარეობის უნარი, დავიწყე მეტად მუშაობა საკუთარ თავზე და ვისწავლე ინფორმაციის სწორად მოძიება, რაც ვფიქრობ, ამ პროფესიის განუყოფელი ნაწილია.
ლექტორზე, თაკო დოკვაძეზე ბევრის თქმა შემიძლია. ის არის უნიკალური ადამიანი, რომელიც თავს არ ზოგავს, რათა ლექციებზე თუ ლექციებს მიღმა, მაქსიმალურად სწორად და გასაგებად მოგაწოდოს ინფორმაცია. მე მუდმივად ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, რაც დამატებით მოტივაციას წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელიც სრულიად დამწყებია ამ სფეროში.
მერი სიმონიშვილი
სმარტ აკადემიაში ორი კურსი გავიარე: ტესტირების ავტომატიზაცია და ციფრული პროდუქტების ტესტირება. ჩემი მიზანი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სიღრმისეული შესწავლა იყო. კურსების განმავლობაში ვისწავლე ავტომატური კოდების წერა და ასევე სხვადასხვა ტესტირების მეთოდები, როგორ უნდა მივუდგე პროგრამულ უზრუნველყოფას და როგორ გავხადო ის კიდევ უფრო უკეთესი და მომხმარებელზე მორგებული.
თაკოს დახმარებით შევისწავლე ის პროგრამები, რომლის შესწავლაც წარმოუდგენელი მეგონა, ვინაიდან არ მქონია გამოცდილება ტესტირების ავტომატიზაციაში
სმარტ აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი კარიერის განვითარების კუთხით. მათი რეკომენდაციით მოვხვდი WebApp-ის გუნდში პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. აუცილებლად მინდა შევეხო კომპანია WebApp-საც, სადაც ისეთივე მეგობრული გარემო დამხვდა, როგორიც სმარტ აკადემიაში იყო.
თუ გსურს ისწავლო და დასაქმდე ტესტირების ავტომატიზაციის დამწყებ ინჟინერად, შემოგვიერთდი ტესტირების ავტომატიზაციის პრაქტიკულ კურსზე.