რა არის JIRA და რისთვის გამოიყენება ის
პროექტის მართვა დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვას, ორგანიზებას, უსაფრთხოებასა და მართვას უზრუნველყოფს და მიმართულია პროექტის მიზნების წარმატებით შესრულებისაკენ. დროთა განმავლობაში იქმნებოდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელიც აღნიშნული პროცესის გამარტივებისკენ იყო მიმართული. დღეს სწორედ პროექტების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტზე - Jira-ზე გიამბობთ.
რა არის JIRA?
Jira პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თულია, რომელიც 2002 წელს, კომპანია Atlassian-ის მიერ შეიქმნა. ის გლობალური ბაზრის ლიდერია Agile პროექტების მართვის ინსტრუმენტებში და თანამედროვე ტენდენციებიდან გამომდინარე, კონკურენციის ზრდის მიუხედავად, აღნიშნულ პოზიციას დღემდე მყარად ინარჩუნებს.
Jira გამორჩეული მრავალი უპირატესობით, მათ შორის, გააჩნია ინტეგრირებული კოდის მართვის გადაწყვეტილება, რისი წყალობითაც, მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების გუნდების წევრებს. ის ეფექტურია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა შორისაც ვხვდებით:
- ტესტერებს
- Scrum მასტერებს
- UX/UI დიზაინერებს
- iOS დეველოპერებს
- Product Owner-ებს
- Front-end დეველოპერებს
სწორედ აღნიშნული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, Jira პროექტებზე მომუშავე გუნდის თითოეულ წევრს აძლევს საშუალებას, გაიგოს, თუ რას აკეთებს ის და ეხმარება მას, დაუშვას ნაკლები შეცდომა საკუთარი საქმიანობის შესრულებისას. სწორედ ეს ყოველივე ზრდის საბოლოო პროდუქტის წარმატების შანსებს.
ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, Jira უკვე მესამე ათწლეული პროექტების მართვის ყველაზე პოპულარულ თულად რჩება.
დარეგისტრირდი JIRA Software-ის კურსზე აქ.