0
მენიუ
banner banner

სმარტ აკადემიამ UX/UI ქოფირაითინგის კურსი „ჩართეს“ 2 ბენეფიციარს დაუფინანსა

სმარტ აკადემიამ UX/UI ქოფირაითინგის კურსი „ჩართეს“ 2 ბენეფიციარს დაუფინანსა

ერთი წელია, რაც სმარტ აკადემია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართე“ პარტნიორები გახდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში, სმარტ აკადემიამ საგანმანათლებლო კურსებზე სწავლა არაერთ სოციალურად დაუცველს დაუფინანსა. 

სულ ახლახან დასრულდა UX/UI ქოფირაითინგის კურსი, რომელიც „ჩართეს“ ორმა ბენეფიციარმა - თამარ ნაზარაშვილმა და თორნიკე ჯანჯღავამ გაიარა. ისინი კონკურსის გზით შეირჩნენ და კურსიც წარმატებით დაასრულეს. 

თამარ ნაზარაშვილი:

„ვფიქრობ, ქოფირაითინგი არის ის, რასაც წლების განმავლობაში ვეძებდი. ძალიან გამიმართლა, რომ დაფინანსება მივიღე. წერის სურვილი ყოველთვის მქონდა, ეს კურსი დამეხმარა მიმართულება მიმეცა წერის სიყვარულისთვის. ლექტორის, ქეთი დიასამიძის საინტერესო ლექციების წყალობით, კურსი იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე ველოდი. 

ყველაზე გამორჩეული მაინც ბოლო შეხვედრა იყო, სადაც დავინახე, თუ რა ვისწავლე კურსის  განმავლობაში. ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ კურსი მთავრდებოდა. დადებითი ემოციების ფეიერვერკი ახლაც გონებაში მაქვს. 

თამამად შემიძლია ვთქვა - თუ გინდა ქოფირაითერი გახდე და გაქვს თავისუფალი 20 საათი, ამაზე პროდუქტიულად დროს ვერ გამოიყენებ. ლექციებზე თითოეული წამით დატკბები, მიიღებ ცოდნას და კომპეტენტურ რჩევებს.

თორნიკე ჯანჯღავა:

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩართე“ და სმარტ აკადემიას შესაძლებლობისთვის.  ქეთი დიასამიძე თავისი საქმისი უდავო პროფესიონალია. თითოეული ლექცია ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და პროდუქტიული იყო.“


UX/UI ქოფირაითინგის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები