0
მენიუ
banner banner

Python - გიგანტი კომპანიების ფავორიტი პროგრამირების ენა

Python - გიგანტი კომპანიების ფავორიტი პროგრამირების ენა

თანამედროვე სამყაროში, პროგრამირება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ითვლება. Python მარტივად აღქმადი და სწრაფად ათვისებადი პროგრამირების ენაა. თუმცა, ამის გარდა არსებობს მრავალი მიზეზი, რაც მას სხვა პროგრამირების ენებისაგან გამოარჩევს. Python-ის მარტივად წაკითხვის უნარი მას შესანიშნავ პროგრამირების ენად აქცევს - ის საშუალებას გაძლევს იფიქრო პროგრამისტის მსგავსად და არ დაკარგო დრო დამაბნეველი სინტაქსით. 

მომავალი და ახლანდელი პროგრამისტებისთვის Python ხდება პირველი ასარჩევი ენა, რათა შეისწავლონ ის რეალური სამუშაოებისთვის. იგი ასევე გამოიყენება ბევრი მიზნისთვის, ვებ განვითარებიდან დაწყებული, მობილური აპლიკაციების განვითარებით დამთავრებული. Python წარმოადგენს მაღალი დონის პროგრამირების დინამიურ ენას, შესაძლებლობათა ფართო სპექტრით, რომლის დიზაინი ყურადღებას კოდის ადვილად წაკითხვადობაზე ამახვილებს. 

მარტივია გამოსაყენებლად 

ადვილად წასაკითხი სინტაქსი არის ის, რის გამოც უკვე გამოცდილ დეველოპერებსა და დამწყებებს Python უყვართ. ის ნამდვილ ენაზეა დაფუძნებული, რაც განაპირობებს ზემოხსენებულ გამარტივებულ სინტაქსს, რომლის წყალობითაც, მისი გამოყენება სხვა პროგრამირების ენებთან შედარებით მარტივია.

Python-ის ენის კონსტრუქციები და ობიექტზე ორიენტირებული მიდგომა, მიზნად ისახავს პროგრამისტებს დაეხმაროს მცირე და ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის მკაფიო, ლოგიკური კოდის დაწერაში. მისი ფორმატი ვიზუალურად არ არის გადატვირთული და ის ხშირად იყენებს ინგლისურ საკვანძო სიტყვებს, როცა სხვა ენები უბრალოდ პუნქტუაციას იყენებენ.

დამხმარე ბიბლიოთეკები

Python უზრუნველყოფს ფართო სტანდარტის ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოპერაციული სისტემის ინტერფეისები, პროტოკოლები და სხვა. პროგრამული კოდის გარკვეული ნაწილი უკვე რეალიზებულია სტანდარტული ბიბლიოთეკის სახით, რაც ამცირებს დეველოპმენტის დროს.  პითონის სტანდარტული ბიბლიოთეკა დიდია და ყოველმხრივი.

მონაცემთა ბაზა

პითონს აქვს დიდი მონაცემთა ბაზა, ეს არის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული ენა, რომელიც გამოიყენება მონაცემთა მეცნიერებაში, ის გამოიყენება აგრეთვე მანქანათმცოდნეობისთვის, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი 

Python ნომერ პირველი არჩევანია, როდესაც საქმე სწრაფ განვითარებას და ისეთ მოთხოვნად საკითხს ეხება, როგორიც ხელოვნური ინტელექტია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად Python სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. 

ზემოხსენებული და სხვა მრავალი უპირატესობების დამსახურებით, Python თითქმის ყველა დიდ კომპანიაში გამოიყენება. მაგალითისათვის, მას იყენებს:

  • Google - თავისი საძიებო სისტემისთვის. 

  • NASA  - სამეცნიერო პროგრამირების დავალებებისათვის

  • iRobot - კომერციული და საომარი მოწყობილობების შესაქმნელად 

  • Netflix - მისი პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურისთვის.

  • NSA - კრიპტოგრაფიის ანალიზისათვის.

  • JPMorgan chase - ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული პროგნოზებისთვის 

  • IMB - აპარატული უზრუნველყოფის  ტესტირებისთვის

პითონი მუშაობს ნებისმიერ პლატფორმაზე - Windows, Unix, Linux და 22 სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის Solaris, VMS და სხვა.

დარეგისტრირდი BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON  კურსზე.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები