0
მენიუ
banner banner

როგორ დაარღვია Google-მა HR-თან დაკავშირებული ტრადიციული მიდგომა

როგორ დაარღვია Google-მა HR-თან დაკავშირებული ტრადიციული მიდგომა

ცნობილია, რომ Google სათავეს უდებდა საოფისე დიზაინების ახალ ტენდენციებს, რომელიც თანამშრომელთა ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფდა, მაგრამ ცოტას თუ სმენია Google-ის სტრატეგიის შესახებ, რომელიც ადამიანური რესურსების მენეჯმენტთანაა დაკავშირებული.

სხვა ტექნიკური კომპანიების მსგავსად, Google შეპყრობილია მონაცემებით. ამ მხრივ, არც მისი HR-თან დაკავშირებული მიდგომაა გამონაკლისი. 

Google-ის ემპირიული მიდგომა 

2006 წელს, თანადამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა გადაწყვიტეს დაენერგათ უშუალოდ ადამიანის გამოცდილებაზე დამყარებული მიდგომა HR-ის მიმართ, რომელიც უკუკავშირზე და თანამშრომლების მონაცემებზე იყო დაფუძნებული. ამის გამოხატულება იყო ე.წ. “ოქსიგენის პროექტი”, მენეჯმენტის მიმდინარე პრაქტიკის შესწავლა, რომელიც აიდენტიფიცირებს და ზომავს მენეჯერების ქცევებს და ეხმარება მათ გაზრდაში.

Google-მა დაიქირავა კომპეტენტური ადამიანები, სიღრმისეული სტატისტიკური ანალიზის ჩასატარებლად იმის შესახებ, თუ რას მოიაზრებდნენ მათი თანამშრომლები კარგ მენეჯმენტად. მათ აღმოაჩინეს 8 საერთო ქცევა, რომლებიც საუკეთესო მენეჯერებში იყო გამოვლენილი, შემდეგ კი დანარჩენი მენეჯერების გადამზადება დაიწყეს აღნიშნულ საკითხებში. 

შედეგად, Google-ში გაუმჯობესებდა მენეჯმენტთან დაკავშირებულ ისეთი საკითხები, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულთა კმაყოფილების ხარისხს, გუნდის საერთო პერფორმანსის დონის ზრდას და სხვა.

Google-ის მაგალითი ცხადყოფს, რომ დასაქმებულებისაგან მონაცემების შეგროვება და მათი გამოყენება დასაქმებულთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად, კარგი იდეაა. გახსოვდეს, შემთხვევითობა არაა, რომ Google-ის თანამშრომლები მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიულებად მოიაზრებიან.

დარეგისტრირდი HR მენეჯმენტის კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები