რა ვისწავლე SM ქოფირაითინგის კურსზე? – რევიუ კურსდამთავრებულისგან
ბაია ბახტაძემ სმარტ აკადემიაში გაიარა კურსი – კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი. ამ ბლოგში ის გაგიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს როგორც ახალი პროფესიის, ისე კურსისა და ლექტორის შესახებ:
პროფესია ქოფირაითინგი
ქოფირაითინგი არის პროფესია, რომელიც შენი ცხოვრებისეული გამოცდილების, ადამიანად ყოფნის, ცოდნისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გაძლევს. მუშაობის პროცესში უნდა გაიხსენო ყველაფერი, რაც გინახავს, სადაც გიმოგზაურია, რასთანაც ემოციური კავშირი გქონია... დღეს, ციფრულ ეპოქაში ადამიანები ფიქრობენ, რომ ხელოვნების, ლიტერატურისა თუ მუსიკის ცოდნა არაფერში სჭირდებათ. ქოფირაითინგი კი საპირისპიროში გვარწმუნებს. ეს პროფესია დაკავშირებულია ყველაფერთან ხელოვნებიდან ტექნოლოგიებამდე.კურსის, ლექტორისა და აკადემიის შესახებ
ჩემი მიზანი იყო, რომ ეს სფერო ჩემთვის ხელშესახები და პრაქტიკული გამეხადა. მაინტერესებდა, ზუსტად რა ნაბიჯების გავლა იყო საჭირო კრეატიულ იდეამდე და შემდეგ როგორ რეალიზდებოდა წერილობით.ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდი. არც წარმომედგინა, რომ ეს სფერო ამდენად სიღრმისეული იქნებოდა. საბაზისო ცოდნასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ინფორმაციაა, რომელიც სააგენტოში მუშაობის პრინციპების შესახებ მივიღეთ, ესაა კლიენტთან ურთიერთობა, ბრიფის გაანალიზება და პროექტის წარდგენა.
ზედმიწევნით კარგად მახსოვს თითოეული ლექცია, რომლის დროსაც სავარჯიშოებს ვაკეთებდით. ამ დროს, ჩვენ არ ვწერდით მხოლოდ „ქოფის“ ვარიაციებს ან „ბრიფის“ პასუხებს. გონებაში „ვათამაშებდით“ ცხოვრებაში შეხვედრილ „ინსაითებსა“ და მოგონებებს, რომლებსაც ერთმანეთთან ვაკავშირებდით. მიზანი კი ამ ყველაფრიდან კრეატიული კონტენტის შექმნა იყო. ვისწავლეთ, როგორ შეგვიძლია, გონებაში გაელვებული აზრებიდან ავირჩიოთ ის მიმართულება, რომლის კრეატიული კონტენტის სამყაროში წამოღება და „ქოფისა“ თუ „ბრიფის“ ნაწილად ქცევაა შესაძლებელი.
კურსის განმავლობაში გამომუშავებული უნარები სამუშაო პროცესში წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაში მეხმარება. ეს თათია დოლიძის სწავლების პრინციპების დამსახურებაა... ერთია იყო კარგი ლექტორი და მეორეა ამავდროულად იყო მრავალმხრივი ადამიანი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კურსზე ეცნობი კრეატივის სფეროს და იმ ადამიანს, რომელიც შთაგაგონებს არა მარტო იმას, თუ როგორ გახდე პროფესიონალი, არამედ როგორ გახდე უკეთესი ადამიანი.
თუკი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადაგიწყვეტია გაიარო თუ არა სმარტ აკადემიის ეს კურსი, მაგრამ იცით, რომ ეს სფერო გაინტერესებს, დარწმუნებით გეტყვი, რომ აჯობებს ეს ცოდნა თქვენამდე სწორედ თათია დოლიძემ მოიტანოს.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ამ სასწავლებელს, გამართული სისტემაა. ეს სტუდენტებს სწავლის პროცესს უმარტივებს. კურსის დასრულების შემდეგ ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს, რომ მიღებული ცოდნის სამუშაო სივრცეში გამოყენების შესაძლებლობა მოგვცეს და პარტნიორ კომპანიებთან რეკომენდაციას გვიწევს.