0
მენიუ
banner banner

ხატია უდესიანი

IT Business Analyst, PhD

ხატია უდესიანი

  • ხატია უდესიანს აქვს 8+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესპროცესებისა და სისტემების ანალიზის მიმართულებით, მათ შორის IT Business Analyst-ის, Systems & Process Analyst-ისა და Senior Specialist-ის პოზიციებზე;
  • ამჟამად მუშაობს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS);
  • მუშაობდა IT Business Analyst-ის პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და ტექნოლოგიურ კომპანია Nugios Technology-ში, სადაც ჩართული იყო ვებ და მობილური პლატფორმების, ციფრული პროდუქტებისა და ბიზნესპროცესების განვითარებასა და ოპტიმიზაციაში;
  • არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და სმარტ აკადემიის IT ბიზნეს ანალიზის კურსის ლექტორი;
  • გააჩნია გამოცდილება სხვადასხვა დომენში: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები (EdTech), სადაზღვევო ტექნოლოგიები (InsurTech), ელექტრონული კომერცია (E-Commerce), სახელმწიფო ციფრული სერვისები (GovTech), საჯარო ფინანსები და გაყიდვების ავტომატიზაცია;
  • ფლობს ბიზნესმოთხოვნების შეგროვებისა და დოკუმენტირების, ბიზნესპროცესების მოდელირების (BPMN/UML), User Stories-ის, Use Cases-ის, Acceptance Criteria-ის შემუშავებისა და UAT ტესტირების პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • აქვს ისეთი პროფესიული ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება, როგორიცაა Jira, Confluence, ClickUp, Trello, Draw.io, Lucidchart, Miro, MySQL და MS Excel;
  • ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს წარჩინებით (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ასევე აქვს პროფესიული სერტიფიკატები Scrum Product Owner-ის, IT პროექტების მართვისა და IT ბიზნეს ანალიზის მიმართულებით.

 




სხვა ლექტორები
ყველა ლექტორი

სასურველი კურსები