ნათია ზარნაძე
ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელი @ Windfor's
- ნათია ზარნაძე არის სოციალური და ციფრული მედიის მარკეტერი 7 წელზე მეტი გამოცდილებით. ამჟამად ის კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია.
- მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორიცაა McDonald’s, Elit Electronics, Askaneli, Radisson Hotels, Adjara Group, PSP, TKT GE, Georgian Football Federation, Huawei Mobile, Lenovo Georgia & Armenia და სხვ.
- 2017-2019 წლებში ნათია იყო მარკეტინგული სააგენტო Gingers-ის სოციალური მედიის ხელმძღვანელი; 2020 წელს კი Meta Agency-ში სოციალური მედიისა და კონტენტის მიმართულების უფროსის პოზიციას იკავებდა.
- ნათიას აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სხვადასხვა დროს მარკეტინგული კვლევების, არაციფრული მედიისა და მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას.