მენიუ

სტრესული ფიქრებისგან გათავისუფლება - ბაირონ ქეითის მეთოდის “სამუშაო”-ს მიხედვით

ღირებულება - 270 ₾

განვადებით თვეში - 12 ₾- დან

ბაირონ ქეითის “სამუშაო” – ეს არის მარტივი და ძლიერი პროცესი, რომელიც გასწავლით იმ ფიქრების იდენტიფიცირებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში სტრესს იწვევს. ეს არის გზა გაიგოთ, თუ რა არის სინამდვილეში თქვენი უარყოფითი ემოციების მიზეზი, შემდეგ კი მისგან გათავისუფლდეთ.

2 დღიანი ტრენინგის განმავლობაში დაეუფლებით ინსტრუმენტს, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევის ეფექტურად დაძლევა.


ტრენინგის გავლის შედეგად თქვენ:

🔸 ისწავლით სტრესის მართვას
🔸 ისწავლით სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას
🔸 ისწავლით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას
🔸 იპოვით საკუთარ თავში მეტ ძალას
🔸 იპოვით საკუთარ თავში ძლიერ საყრდენს
🔸 გახდებით უფრო თავდაჯერებულები


ბაირონ ქეითი მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი სპიკერია, რომელსაც ჟურნალი “TIME” 21-ე საუკუნის სულიერ ინოვატორს" უწოდებს.

მისი უნიკალური მეთოდი “სამუშაო” მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტრესული ფიქრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

ტრენინგის წამყვანი - ფსიქოლოგი და ქოუჩი - თინათინ ბასილაია ბაირონ ქეითის მოსწავლე და მისი მეთოდის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

თინათინმა ქართულად თარგმნა და გამოსცა ბაირონ ქეითის ბესტსელერი წიგნი - "გიყვარდეს ის, რაც არის." ტრენინგზე კი მონაწილეებს ბაირონ ქეითისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს.


თარიღი - 1-2 ივნისი, 2019
დრო - 10:00 სთ 
ადგილი - City Avenue Hotel (დ. აღმაშენებლის 140ბ)

ბილეთის ფასი - 270 ლარი
განვადებით - თვეში 12 ლარიდან


ადგილების რაოდენობა შეზღუდულია


განრიგის გადმოწერა
შეავსე რეგისტრაციის ფორმა