მენიუ

ამბის თხრობა SOUND DESIGN-ისა და მუსიკის საშუალებით

ღირებულება - 85 ₾ 75 ₾

შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორ ხმას გამოსცემენ დინოზავრები? რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ის ხშირად გაგიგონიათ ფილმებიდან! სინამდვილეში კი, არავინ იცის როგორი ხმა ჰქონდათ მათ. ის, რაც თქვენ გახსენდებათ, საუნდ დიზაინერების მიერ შექმნილი ხმებია, რომლებიც ადამიანებში დინოზავრის ხმასთან დაკავშირებულ მოგონებად იქცა.


საუნდ დიზაინერი ბესო კაჭარავა პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაგაცნობთ თუ როგორ კეთდება საუნდ დიზაინი, როგორ იწყება და როგორია მისი განვითარების ეტაპები. რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად შეუძლია შეცვალოს პროდუქტის ხასიათი; როგორ მოძებნოთ და აღმოაჩინოთ სხვადასხვა ხასიათის ხმები, როგორ შექმნათ მაყურებლისთვის ნაცნობი გარემო და როგორ მიაწოდოთ სათქმელი მაყურებელს არაცნობიერის დონეზე.


სცადეთ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა თქვენი საყვარელი ფილმების საკულტო სცენები კონკრეტული მუსიკის გარეშე. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მაყურებელს გარკვეული ემოციის გამოვლენისკენ უბიძგებს.


კომპოზიტორი ზვიად მღებრიშვილი სხვადასხვა  მაგალითებით გაგაცნობთ თუ როგორ შეცვალოთ ერთიდაიმავე კადრების განწყობა მუსიკის საშუალებით, გაამძაფროთ ემოციები და იმოქმედოთ მაყურებლის განწყობაზე.


ვორქშოპის განმავლობაში, ასევე გაიგებთ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, როდესაც საკუთარი პროდუქტი აუდიო პოსტ-პროდუქციის სტუდიებში მიაქვთ, როგორ უნდა წარიმართოს დამკვეთსა და სტუდიას შორის ურთიერთობა სწორად და ა.შ.

ვორქშოპის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.


Post Red Audio-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს  postredaudio.com 

თარიღი - 8 ივნისი, 2019
დრო - 14:00 სთ (ხანგრძლივობა 5 საათი)
ადგილი - City Avenue Hotel (დ. აღმაშენებლის 140ბ)

ბილეთის ფასი:

პირველი კალათა - 75 ლარი
მეორე კალათა - 85 ლარი

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

შეავსე რეგისტრაციის ფორმა