ვებ დიზაინი - UI/UX კურსი
- ტრენერი:
- ნოდარ ოქრუაშვილი
- 15 შეხვედრა
- 30 საათი
კურსის სრული ღირებულება - 850 ₾
განვადებით თვეში - 38 ₾- დან
წლების წინ, ვებ ინტერფეისის დიზაინი მოსაწყენი, ბევრისთვის გაუგებარი და ნაკლებად შესწავლილი სფერო იყო. არ ექცეოდა ყურადღება ვიზუალურ ესთეტიკას, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლისთვის დამაბნეველი და რთულად სანავიგაციო ინტერფეისი იქმნებოდა. ტექნოლოგიების და ვიზუალური ტენდენციების განვითარებასთან ერთად კი გაჩნდა დახვეწილი და ინტუიტიური ინტერფეისის დიზაინის შექმნის აუცილებლობა.
ვებ დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ისწავლი UI/UX-ის საფუძვლებსა და ძირითად პრინციპებს. მიიღებ სრულ ცოდნას თუ როგორ შექმნა დახვეწილი ვიზუალის მქონე, სტრუქტურულად გამართული, მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ გვერდის დიზაინი და შეძლებ დასაქმდე ამ მიმართულებით.
რას ვისწავლი?
- Adobe Photoshop-ის საშუალებით ინტერფეისის დიზაინის შექმნა
- ინტერფეისის სტრუქტურის დაგეგმვა - რეფერენსის მოძიება და Wireframe (სკეჩინგი)
- Adobe XD-ის საშუალებით ინტერფეისის დიზაინის შექმნა
- გრიდი და რესპონსიული დიზაინი (დიზაინის მოწყობილობებზე მორგება)
- პროტოტიპის შექმნა (Adobe XD & MarvelApp)
ვის შეუძლია კურსის გავლა?
- ნებისმიერს, ვისაც უნდა ვებ დიზაინის სწავლა