მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

კონტენტ სტრატეგია და მენეჯმენტის კურსი

კონტენტ სტრატეგია და მენეჯმენტის კურსი

ღირებულება 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


კონტენტ მენეჯმენტის კურსის მიზანია მოამზადოს კონტენტ მენეჯერების მომავალი თაობა, რათა მათ შეძლონ მოცემული როლისათვის განკუთვნილ ნებისმიერ სამუშაოსთან გამკლავება, ეფექტურად დაგეგმონ და აღასრულონ სხვადასხვა სახის კონტენტ სტრატეგია და დიდ კამპანიებთან შესაჭიდებლად წარმატებით ეთანამშრომლონ მარკეტინგის გუნდის სხვა წევრებს, როგორიცაა დიზაინერი, ედვერთაიზერი, სოცმედია მენეჯერი და სხვა.

რას ვისწავლი?

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • კონტენტ მენეჯმენტის რაობა და საწყისები;
  • ქართული თუ მსოფლიო ბრენდების გავრცელებული პრაქტიკები კონტენტ-წარმოებაში; 
  • ქოფირაითინგი და სხვადასხვა ფორმატის კონტენტის გარჩევა საბაზისო დონეზე; 
  • Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn პლატფორმების მთავარი ნიშები და განმასხვავებელი მხარეები პროფესიული კუთხით.

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • შექმნან და დახვეწონ მათი ბრენდისათვის საჭირო კონტენტ სტრატეგია და გეგმა;
  • მოარგონ სხვადასხვა სახის კონტენტი სხვადასხვა პლატფორმას;
  • კონტენტის წარმოებისათვის წარმატებით ითანამშრომლონ სხვადასხვა საჭირო როლებთან;
  • სწორად მისცენ დავალება დიზაინერს, ინფლუენსერს, მემონტაჟეს თუ სხვა საჭირო რგოლებს;
  • განსაზღვრონ როდის მუშაობს ესა თუ ის კონტენტ გეგმა, და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ სწორი ჩარევები კამპანიის მიმდინარეობაში;
  • მოიფიქრონ სხვადასხვა კრეატიული თუ ინფორმატიული კონტენტ ხაზი საჭირო კამპანიისა თუ ბრენდისათვის.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • კურსის მონაწილე ინგლისურ ენას უნდა ფლობდეს საბაზისო დონეზე;
  • სასურველია ქართული ენისა და მართლწერის გამართულად ცოდნა;
  • აუცილებელია ციფრული ტექნოლოგიების, სოციალური ქსელებისა და მათზე არსებული ტრენდებისადმი ინტერესი და მათი საბაზისო დონეზე ფლობა.

ლექტორის შესახებ

  • მარიამ ჯგუშია არის კონტენტ მენეჯერი / ციფრული მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით სფეროში;
  • ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ციფრული საბანკო სერვისის, Silk-ის კონტენტ სტრატეგიას;
  • წარსულში ამავე პოზიციაზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: adjarabet, Formula Creative, Rustavi 2, On.ge;
  • აქვს კონტენტ და ციფრული დეპარტამენტების მართვის გამოცდილებაც სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ მედიაში, მათ შორის Formula;
  • სააგენტოებში მუშაობის მანძილზე, როგორც კონტენტ ლიდი, ხელმძღვანელობდა ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორიცაა: Rompetrol, Redbull, Natakhtari, Re|Bank, HeidelbergCement, PepsiCo და სხვა;
  • კონტენტის მართვის პარალელურად, მარიამი ციფრულ სფეროსა და ქოფირაითინგთან დაკავშირებით პერიოდულად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბრენდსა და პროექტს, როგორებიცაა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა FactCheck.ge;  ასევე კონსულტაციას უწევს პოპულარულ ქართულ სერიალს - “ცვალებადი ნიშნები” - Gen Z თაობის დამახასიათებელი Tone of Voice-ის მორგებაში; 
  • ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ინგლისურენოვანი სტატია თუ ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის რომანი “მალტის შევარდენი” და სტატიები Indigo-ს ჟურნალისთვის - “პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

მსგავსი კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.
სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.
სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ყველა კურსი