მენიუ
banner banner
IT & Development დიზაინი მენეჯმენტი მარკეტინგი ბიზნესისთვის

3D გრაფიკა Blender-ის კურსი

3D გრაფიკა Blender-ის კურსი

ღირებულება 1190 ₾ 1100 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან



რეგისტრაცია ➜ 🎁 კურსის ჩუქება სილაბუსი


3D გრაფიკა - Blender 3D-ს კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს სამგანზომილებიანი გრაფიკის პრინციპები. მსმენელებს ეცოდინებათ სამგანზომილებიანი რედაქტორის - Blender-ის - გამოყენებით ობიექტებისა და სცენა-ვიზუალიზაციების აწყობა, ტექსტურირება და შემდგომ, მათი ციფრულ პროდუქტად გადაქცევა.

რას ვისწავლი 3D გრაფიკის კურსზე?

  • 3D რედაქტორთან, კერძოდ Blender-თან მუშაობა;

  • რენდერინგის ალგორითმების ციკლებისა და რეალურ დროში რენდერის პრინციპები;

  • მაკომპლემენტირებელი უფასო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება;

  • PBR მატერიალების საფუძვლები;

  • მატერიალების, UV პროექციებისა და ტექსტურირების პრინციპები;

  • სხვადასხვა ტიპის გეომეტრიის წარმოდგენა-ვიზუალიზაცია;

  • ფორმებისა და სცენების რედაქტირება;

  • სამგანზომილებიანი მოდელირების პრინციპები;

  • შუქ-ჩრდილებისა და პოსტ-პროცესინგის კონცეფცია.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება.
  • დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

3D გრაფიკა Blender-ის კურსის ტექნიკური წინაპირობები:

  • აუცილებელია 3 ღილაკიანი მაუსი;
  • სასურველია ეკრანის გაფართოება (1920 × 1080p) და ზევით;
  • სასურველია კლავიატურაზე NUMPAD ფუნქციონალი (სრული კლავიატურა);
  • ოპერაციული სისტემა - Microsoft Windows 10 ან 11;
  • პროცესორი (CPU) - Intel i5 7600 და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია; AMD Ryzen 5 1500X და ზევით; რაც ახალია თაობა - უკეთესია;
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM) - 12-16 GB კურსისთვის საკმარისია; მეტი უკეთესია;
  • ვიდეო ბარათი (Video Card) - Nvidia ბარათებიდან ნებისმიერი RTX სერია მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია; Nvidia-ს ბარათი კურსისთვის პრიორიტეტულია!
  • AMD ბარათებიდან ნებისმიერი RX 5000; RX 6000; RX 7000 და ზევით სერიებიდან მინიმუმ 4 GB ვიდეო მეხსიერებით; რაც უფრო მძლავრია და მეტი ვიდეო მეხსიერება აქვს - უკეთესია;
  • ნოუთბუქები - მსგავსი კონფიგურაცია რაც აღწერილია ზევით. ნოუთბუქი უნდა გადიოდეს გეიმინგ კლასიფიკაციაში.

    ვის შეუძლია 3D გრაფიკა - Blender-ის კურსის გავლა?

    სამგანზომილებიანი გრაფიკით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.

    ლექტორის შესახებ

    • გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი. 
    • იხილე გელა პატარაიას პორტფოლიო: https://www.behance.net/gelapataraia

    სტუდენტის კარიერის პროგრამა

    რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

    Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

    როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

    კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



    კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67

    სილაბუსი 🎁 კურსის ჩუქება რეგისტრაცია ➜

    შეფასებები

    ძალიან საინტერესო კურსი იყო, მოლოდინს გადააჭარბა მიღებულმა ინფორმაციამ, რაც 100%-ით ბატონი გელას დამსაxურებაა, რადგანაც მან გაგვიზიარა არამარტო სილაბუსში არსებული მასალა სრულად, არამედ ძალიან ბევრი რამ პირადი გამოცდილებიდან.
    კურსმა ამ სფეროში დამოუკიდებელი გამხადა. შემიძლია, ჩემით გავაკეთო პროექტები და არა ისე, როგორც დამწყებები აკეთებენ Youtube-ის ტუტორიალების გამოყენებითა და გადმოკოპირებით. სრულად ➜
    3D გრაფიკოსის პროფესიაში მომწონს ის, რომ შემიძლია ვიყო კრეატიული და ასევე საშუალებას მაქვს ავიხდინო ჩემი ოცნება და გავხდე Game Developer-ი. სრულად ➜
    3D ნამუშევრების შექმნა საკუთარი და არა მარტო საკუთარი ფანტაზიებისთვის ფრთების შესხმის საშუალებას გაძლევს. სრულად ➜
    ბატონი გელა არის ჩემთვის ლექტორის ეტალონი. ჩაგვიტარა საოცრად ინფორმატიული ლექციები, გაგვიზიარა და გაგვააზრებინა ზღვა ინფორმაცია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
    ბლენდერში სხვადასხვა პროექტის აწყობა ჩემთვის საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობაა. გონებაში რაც მაქვს, იმის ეკრანზე ზუსტად გადმოტანა რომ შემიძლია, ეგ მომწონს. სრულად ➜
    განვივითარე უნივერსალური უნარების მონაცვლეობა - დეტალებზე ფოკუსირებიდან საერთო სურათის მასშტაბურ აღქმამდე. სრულად ➜

    მსგავსი კურსები

    გრაფიკული დიზაინის კურსი

    გრაფიკული დიზაინის კურსი

    გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.
    ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

    ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

    ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.
    UX/UI დიზაინის კურსი

    UX/UI დიზაინის კურსი

    UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.
    ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

    ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

    კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.
    გრაფიკული დიზაინის კურსი

    გრაფიკული დიზაინის კურსი

    კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

    ყველა კურსი