გრაფიკული დიზაინი - ექსპრეს კურსი
- ტრენერი:
- ლუკა ივანიძე
- 8 შეხვედრა
- 16 საათი
კურსის სრული ღირებულება - 550 ₾
განვადებით თვეში - 25 ₾- დან
კურსის მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში გაგაცნოს გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის პრინციპები, თანამედროვე ტენდენციები და სწორი სამუშაო მიდგომები; გაჩვენოს რთული დავალების მარტივად გადაჭრის მეთოდები და „ფენ თულით“ (დიზაინერების მაჩეტეთი) გაგიკვალოს ბილიკები, რომელიც ჭეშმარიტი დიზაინერების კვალზე დაგაყენებს.კურსის განმავლობაში გაერკვევი გრაფიკული დიზაინის ძირითად მიმართულებებში და რაც ყველაზე მთავარია, გაჩვენებთ გზებს თუ როგორ უნდა განვითარდე დამოუკიდებლად.
რას ვისწავლი?
Adobe Photoshop-ის და Adobe Illustrator-ის მუშაობის ძირითად პრინციპებს (სამუშაო ფორმატები, გამოყენების თავისებურებები და ა.შ.)
ფერთა თეორიას და გამოყენების მაგალითებს სხადასხვა მედიუმებში
დიზაინ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მაგალითებს
ტექსტის და დიზაინ ელემენტების სწორად/ჰარმონიულად განაწილებას
ტექსტურ ობიექტებთან მუშაობას, შრიფტის სტილებსა და მათ ანატომიას
Retouching-ის საწყისებს
ვიზუალური კონტენტის შექმნას სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის, მათ ფორმატებსა და თავისებურებებს
Plugins & Actions - გამოყენებით დასახული დიზაინ ამოცანის გამარტივებას
ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის შემუშავების პროცესს
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
აუცილებელია ვიცოდე გრაფიკული რედაქტორი “Paint“-ის არსებობა. მიყვარდეს, მძულდეს ან ნოსტალგიებს იწვევდეს ჩემში
ვის შეუძლია კურსის გავლა?
ნებისმიერს, ვისაც სურს გრაფიკული დიზაინის შესწავლა
მათ, ვისაც უწევთ დიზაინერული დავალებების გაცემა-მიღება ან პროცესში მონაწილეობა (მაგ: სოც. მედია მენეჯერები, კოპირაიტერები, მარკეტერები და ა.შ.)
გადმოწერე სილაბუსი