Facebook pixel
მენიუ

რა განსხვავებაა ქოფირაითინგსა და UX/UI ქოფირაითინგს შორის?

რა განსხვავებაა ქოფირაითინგსა და UX/UI ქოფირაითინგს შორის?

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კომპანიებმა შეამჩნიეს, რომ გაყიდვებზე ზემოქმედება ერთ სიტყვასაც კი შეუძლია და ამას მეტი ყურადღება დაუთმეს. ასე ჩამოყალიბდა UX ქოფირაითინგი. ბოლო წლებში, UX წერის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც განპირობებულია იმით, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეს მიმართულება. ისეთ დიდ და ინოვაციურ კომპანიებს, როგორებიცაა: Google, Amazon და Microsoft, UX ქოფირაითერების მთელი არმია ჰყავთ. 

და მაინც - რა არის UX ქოფირაითინგი?

UX იშიფრება, როგორც User Experience, რაც „მომხმარებლის გამოცდილებას“ ნიშნავს. UX ქოფირაითინგი მჭიდრო კავშირშია UX დიზაინთან. ეს უკანასკნელი ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების შექმნაზე. UX ქოფირაითერიც ამ პრინციპით მუშაობს. ის ტექსტს ვებგვერდებისა თუ აპლიკაციებისთვის წერს და და მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მისცეს გეზი და გაუმარტივოს საიტსა თუ აპლიკაციაში კონკრეტული სერვისის პოვნა. პასუხისმგებელია შემდეგი ველების წარწერების შექმნაზე:
ღილაკები;
შეტყობინებების ველი;
ინსტრუქციები;
ჩატბოტები და სხვა.

მაშინ რა არის ქოფირაითინგი? 

ნებისმიერი ქოფი, რომლის მიზანი გაყიდვების გაზრდაა, ქოფირაითინგია. ეს შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი (რეკლამა), ისე არაპირდაპირი გზით ( ბლოგი). ქოფირაითინგის მაგალითებია:
ბლოგი;
ელ.ფოსტის სიახლეები;
პროდუქტის აღწერილობა;
პოსტები სოციალურ ქსელებში;
ბეჭდური რეკლამები და სხვა. 
თითოეული მათგანის მიზანი განსხვავებულია, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო პროცესიც არაერთფეროვანია. მაგალითად, ბილბორდის ქოფი უნდა იყოს მოკლე და დასამახსოვრებელი, ხოლო ვებსაიტის კონტენტის შექმნა ავტორს სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს. საბოლოო ჯამში, კი ეს ყველაფერი ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება - ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ყურადღების მიპყრობასა და მომხმარებელზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენას. არსებითად, ქოფირაითერის მიზანია მომხმარებელი კომპანიის მიმართ პოზიტიურად განაწყოს და მოქმედებისკენ უბიძგოს. 

რა განსხვავებაა ქოფირაითინგსა და UX ქოფირაითინგს შორის? 

1 ქოფირაითინგი ბიზნესს ეხმარება, UX ქოფირაითინგი - მომხმარებელს.
თუმცა კარგი UX ტექსტი სასარგებლოა მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვისაც.
2. UX წერა უფრო ტექნიკურია, ვიდრე კრეატიული
UX-ის შემქმნელები კარგად უნდა იცნობდნენ ტექნიკურ საკითხებს, რათა ის მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცენ.
3. UX ქოფირაითერები ისტორიებს არ ჰყვებიან, ისინი მომხმარებელთან კომუნიკაციას ამყარებენ
 UX მწერლები წერენ ისე, რომ მომხმარებელმა პლატფორმის ფუნქციები კარგად გაიგოს და საუკეთესო არჩევანი გააკეთოს.
4. UX ქოფირაითერი, ძირითადად, მცირე ზომის ტექსტს წერს
UX ქოფირაითინგი სათაურებისა და CTA-ებისთვის ძალიან მცირე ზომის ქოფის წერს, თუმცა შესაძლოა, იყოს პირიქითაც.
5. ქოფირაითერისთვის პრიორიტეტულია მარკეტინგული მიზნები
ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე არ ფიქრობს. კარგმა ქოფირაითერმა იცის, როგორ იმოქმედოს მკითხველზე ემოციურად და შეუქმნას პოზიტიური განწყობა. გამოცდილი ქოფირაითერი მომხმარებლის სარგებელსა და მისი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.
6. UX ქოფირაითერები დამოუკიდებლად არ მუშაობენ
UX ქოფის დაწერას პლატფორმის დიზაინის გათვალისწინებაც სჭირდება. ეს კი სხვა ადამიანების რესურსსაც მოითხოვს - UX ქოფირაითერი მუშაობს UX დიზაინერებთან, გრაფიკულ დიზაინერებთან და დეველოპერებთან ერთადაც კი.

UX/UI ქოფირაითინგი სმარტ აკადემიის ექსკლუზიური კურსია. მას adjarabet.com-ის სენიორ ქოფირაითერი ქეთი დიასამიძე უძღვება. გაიგე კურსის შესახებ მეტი აქ. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია